ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნება“ არის და კიდევ ძალიან დიდხანს  იქნება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნება“ არის და იქნება კიდევ ძალიან დიდხანს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი განმარტებით, პროცესები, რომელიც მმართველ გუნდში ახლა მიმდინარეობს, არის სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღი.

,,მე ვერ ვიტყვი წინმსწრები მოლოდინები როგორი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკური პროცესებიც მიმდინარეობს და ძალიან საინტერესო, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. საკითხებს უნდა მივუდგეთ ნაკლები ემოციით, მეტი პროფესიონალიზმით, მეტი პოლიტიკური გამჭრიახობით და ერთი მთავარი რამ: „ქართული ოცნება“ არის და იქნება კიდევ ძალიან დიდხანს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მმართველი პარტია, ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი როლი შევიტანოთ ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ არის მყარი, ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ასევე მყარად და დავიწყოთ სამზადისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამრიგად, დაველოდოთ მოვლენებს. შესაბამისად, რესურსი იმის, რომ „ქართული ოცნება“ დაზიანდეს და რამე არასწორი პოლიტიკური მსვლელობა განახორციელოს, არის აზრს მოკლებული’’, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა