გია ვოლსკი - არც ერთ მხარეს არ აქვს ის აზრი, რომ ქვეყანას ზიანი მიადგეს - ამაში ჩვენი პათოსი ერთნაირია, თუმცა პოზიციები განსხვავდება

ჩიხში არ უნდა შევიდეს სიტუაცია და არავის, არც ერთ მხარეს არ აქვს ის აზრი, რომ რაიმე ზიანი მიადგეს ქვეყანას. ამაში ჩვენი პათოსი ერთნაირია, თუმცა პოზიციები განსხვავდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს გუნდში არსებული ვითარების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პოზიციები დაპირისპირებულია.

ეკა ბესელიასაც და სხვებსაც თავისი პოზიცია და გამოხატვის შესანიშნავი საშუალება აქვს. გუნდში იქნება თუ გუნდის გარეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი აზრი არ იქნება ფართოდ გავრცელებული და შესწავლილი. მსჯელობა მიმდინარეობს და პოზიციები მართლაც დაპირისპირებულია გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ რეალობაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეთ. არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს იმის ინტერესი, რომ თავისი პოლიტიკური ინტერესი მოახვიოს მეორე მხარეს. ეს არის ზოგადი ფორმულირება. ამ თემას გააჩნია მეორე განსაკუთრებული ნაწილი, ეს არის ვითარების შეფასება, რაც დღეს შექმნილია სასამართლოს სისტემაში. ყველა მხარემ უნდა იფიქროს განსაკუთრებით რა სჭირდება სახელმწიფოს. არჩევანი დგას ასე. არჩევანი დგას გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც უკავშირდება რევოლუციურ პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომლის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, თუმცა პოლიტიკურად საკმაოდ მომგებიან პოზიციაში შეიძლება ჩადგე და არსებობს მეორე საკითხიც, რომელიც კანონს ითვალისწინებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებას ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე. ჩიხში არ უნდა შევიდეს სიტუაცია და არავის, არც ერთ მხარეს არ აქვს ის აზრი, რომ რაიმე ზიანი მიადგეს ქვეყანას. ამაში ჩვენი პათოსი ერთნაირია, თუმცა პოზიციები განსხვავდება. შეიძლება განსხვავებული პოზიცია სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც გამოჩნდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა