ნოდარ ხადური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 101 წლის იუბილეს ულოცავს

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 101 წლის იუბილეს და მართლმადიდებლებს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს.

ნოდარ ხადურის განცხადებით, უნივერსიტეტმა მისი არსებობის განმავლობაში ბევრი რამ გამოიარა, იყო უზარმაზარი წარმატებები, პრობლემები, მაგრამ უნივერსიტეტის და მისი პროფესორ-მასწავლებლებისა თუ სტუდენტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ერის სიყვარული და პატივისცემა ღირსეულად დაიმსახურა.

„სწორედ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ქართველთა დიდი ნატვრა ასრულდა და თბილისში ფაზისის, გელათის, იყალთოს აკადემიების შემდეგ, პირველი ეროვნული, ევროპული ყაიდის უნივერსიტეტი დაფუძნდა. ჩემს და ჩვენს უნივერსიტეტს, უნივერსიტეტელებს, ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს.

თქვენზე და ჩვენზე ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, მაგისტრანტებო, დოქტორანტებო, ადმინისტრაციის თანამშრომლებო, კოლეგებო, ბატონო რექტორო, ქალბატონო კანცლერო, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული! ჩვენ უნდა გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მოთხოვნადი და ცნობადი გავხადოთ ჩვენი უნივერსიტეტი, რომელსაც ქართველმა ერმა სამართლიანად უწოდა დედა-უნივერსიტეტი და ცოდნის ტაძარი. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უნივერსიტეტელი ვარ - ჯერ როგორც სტუდენტი, შემდეგ ლექტორი და 13 წელია - პროფესორი. უკვე 20 წელია პატივი მაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კერაში გადავცე ცოდნა ახალგაზრდებს, სამშობლოს სიყვარული, ევროპული ღირებულებები და ფასეულობები გავუზიარო“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა