სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, გადაუდებელი სამუშაოების გამო კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, ფურცელაძის, ვეკუას, მტკვრის და ორბელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ გორგასლის, ბეჟან კალანდაძის, ნადიკვარის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ რუსთაველის გამზირის, კოსტავას, ბაქრაძის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, ბელინსკის, ძმები კაკაბაძეების და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

„თელასის“ ინფორმაციით, ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის, მეველეს და ნადირაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, სამხედრო დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებსაც.

გარდა ამისა, დიდგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00-დან18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ეკა ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის და ნათაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა დასახლების, ქავთარაძის, (ნაწილობრივ), ონიაშვილის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა