გია ვოლსკი - რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის იმ აგრესიის გამო, რომელიც გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში

რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის იმ აგრესიის გამო, რომელიც გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს განთავსების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება იმ მდგომარეობის გამო, რომელიც დღეს ოკუპირებულ ზონებშია შექმნილი.

„საერთაშორისო არენაზე ინფორმაციის მიწოდების ხარისხი და დონე გამოხატულია თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებაში და არა მარტო გადაწყვეტილებაში, იმ პოლიტიკურ პოზიციაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს გააჩნია. რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის იმ აგრესიის გამო მათ შორის, რომელიც გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში, არის მეორე თემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ავიწყდებათ მათ შორის ოპოზიციონერებს - რამ მიგვიყვანა ამ სავალალო შედეგებამდე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობს ოპოზიციის მხრიდან უპირველეს ყოვლისა თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ლაპარაკობდეს, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობის გამო, რომელიც დღეს შექმნილია ოკუპირებულ ზონებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა