დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დაგროვდა ფაქტები, როდესაც სამართლებრივი ჩარევის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დამძიმდა

ოჯახში არსებულ კონფლიქტებსა და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დღეს სამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა სტრუქტურის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელიც საზოგადოებას საკანონმდებლო ინიციატივებზე ესაუბრა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, უწმინდესის კურთხევით უკვე ერთი წელია შეხვედრები სხვადასხვა ინტენსივობით პრობლემატურ საკითხებზე იმართება. მისივე თქმით, ეკლესიაში დაგროვდა ფაქტები, როდესაც სამართლებრივი ჩარევის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა ზოგიერთ შემთხვევაში დამძიმდა კიდეც. ამიტომ, გაჩნდა აზრი, ხომ არ შეიძლება დამატებითი მექანიზმების შექმნა, რათა ყველა ის შემთხვევაა, რომელიც კონფლიქტთან თუ ოჯახში ძალადობასთან არის დაკავშირებული, სწორად იყოს იდენტიფიცირებული.

"არ მოხდეს მიღებული ზომების გადამეტება. გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, ოჯახის წევრი, რომელმაც განაცხადა მსგავსი კონფლიქტის შესახებ, უკვე ითხოვს აღსრულების დროს ოჯახის წევრზე მიღებული ზომების შემსუბუქებას. ბავშვები დარჩნენ მიუხედავი, ოჯახის მდგომარეობა დამძიმდა და სხვა. მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გავაანალიზებდით", - განაცხადა მამა ანდრიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო