პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიქმნება

პარლამენტში 16 დეპუტატის შემადგენლობით ეთიკის საბჭო შეიქმნება. “ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ დადგენილების განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.

დეპუტატებმა საშემოდგომო სესიაზე ეთიკის კოდექსი მიიღეს, რომელიც არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს დეპუტატის პასუხისმგებლობას კოდექსის დარღვევის შემთხვევაში.

თავის მხრივ, ეთიკის საბჭო განიხილავს საჩივრებს ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციას პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს, ასევე, გასცემს რეკომენდაციებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა