„ბიბლუსმა“ პროექტ „კრაფტერების კლუბის“ წევრებთან ერთად ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცის“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წარმომადგენლები და „ბიბლუსის“ პროექტის, „კრაფტერების კლუბის“ წევრები შშმ ბავშვებისა და მოზარდების რეაბილიტაციის ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ და აღსაზრდელებს წიგნები და ხელსაქმის მასალები მიუტანეს. ვიზიტის დროს „მზის სივრცის“ აღსაზრდელებმა, კრაფტერებმა და „ბიბლუსის“ წარმომადგენლებმა კრაფტები ერთადაც დაამზადეს.

„კომპანია "ბიბლუსი" გარკვეული პერიოდია, ჩვენს ორგანიზაციასა და სარეაბილიტაციო დღის ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს. არაერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ერთად განვახორციელეთ. რამდენიმე დღის წინაც დამიკავშირდა "ბიბლუსის" წარმომადგენელი და მითხრა, რომ „კრაფტერების კლუბთან“ ერთად უნდოდა ჩვენი ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო აქტივობა დაეგეგმათ, რაზეც რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. დღეს მოვიდნენ, მოიტანეს სხვადასხვა სახის აქტივობა, რაშიც ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ. ეს არის მათი საკუთარი ხელით გამზადებული სხვადასხვა ნატიფი, მოტორიკის გასაუმჯობესებელი და გონების სავარჯიშო ნაკეთობები. ამაზე ბავშვები მუშაობენ კრაფტერებთან ერთად და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით "ბიბლუსს", რომ ასე აქტიურად არიან ჩვენს ცხოვრებაში ჩართულები“, - განაცხადა "მზის სივრცის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ინგა ლოლაძემ.

„ბიბლუსის“ მარკეტინგის მენეჯერმა, თაკო ღაჭავამ პროექტ „კრაფტერების კლუბზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაში პატარა კრაფტერები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. "კრაფტერების კლუბი" არის "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც აერთიანებს 10-დან 18-წლამდე ბავშვებს, ვინც დაინტერესებულები არიან ხელსაქმით და აკეთებენ ხელნაკეთ ნივთებს. აგრეთვე, ისინი ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა საინტერსო ღონისძიებას. მოგეხსენებათ, ხელსაქმე ზრდის ბავშვებში შემეცნებითი და წარმოსახვითი უნარის განვითარებას, სწორედ ამიტომ ვესტუმრეთ "მზის სივრცის" აღსაზრდელებს, იმისათვის, რომ მათი ერთი დღე გაგველამაზებინა, მათთვის გადაგვეცა ხელნაკეთი ნივთები და ადგილზევე დაგვემზადებინა. "კრაფტერების კლუბის" წევრები ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. მათ "მზის სივრცის" აღსაზრდელებთან ერთად დაამზადეს სხადასხვა ძალიან ლამაზი, ფერადი ნივთი", - განაცხადა ღაჭავამ.

იხილეთ ვიდეო: "ბიბლუსისა" და "კრაფტერების კლუბის" წარმომადგენლები შშმ რეაბილიტაციის ცენტრს, "მზის სივრცეს" ეწვივნენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა