ეკონომიკის სამინისტროში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების საკითხზე საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით რეალიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოს წარმოჩენას რეგიონში სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ჰაბად. შეხვედრისას განიხილეს პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოდელი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს