გია გაჩეჩილაძე - მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ დატოვოს რამდენიმე ადამიანმა, მაგრამ 4-5 კაცის გასვლა „ქართული ოცნების“ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის

მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ დატოვოს რამდენიმე ადამიანმა - 4-5 კაცის გასვლა „ქართული ოცნების“ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის“, - ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “7VS1” განაცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ „ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს, მინიმუმ 40 დეპუტატის წასვლაა საჭირო, რაც გაჩეჩილაძეს წარმოუდგენლად მიაჩნია.

„მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ დატვოს რამდენიმე ადამიანმა. ასე ჩანს ჩვენი მეგობრების განცხადებებიდან. გარიცხავს თუ არა პარტია, ეს არ ვიცი, მე სხვა პარტიას წარმოვადგენ და არ ვიცი „ოცნების“ პოლიტსაბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. უმრავლესობა, რომ არსებობდეს პარლამენტში, საჭიროა 76 ხმა და 76 ხმამდე რომ დავიდეს შემადგენლობა, 40 კაცი უნდა გავიდეს პარტიიდან. ეს წარმოუდგენელია“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო