ზურაბ დათუნაშვილი - მე გეგა გეგეშიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, მას არ აქვს უფლება ხელი მომიქნიოს

მე გეგა გეგეშიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, - ამის შესახებ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც მასსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დათუნაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან გეგა გეგეშიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მე გეგეშიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ჯერ მხარს მირტყამდა, რომ შევხედე რკინის ჯაჭვი დავინახე და ვკითხე, რითი მოდიხარ მეთქი. ის ეგრევე მიქნევს მუშტს. ის სხვანაირად ვერ იმართლებს თავს. მე არ შემიგინებია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მას არ აქვს უფლება ხელი მომიქნიოს, თუმცა, მე შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მას დაგროვილი ჰქონდა ჩემს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა