დავით მაღრაძე მოსამართლეობის კანდიდატებზე - ადამიანის გამწარებასა და დასახიჩრებაში გემოს ატანდა ეს ხალხი, რომელიც დღეს მსხვერპლის სახითაა

მსხვერპლი სანდროს მოსამართლე კი არა, მსხვერპლი სანდროა (გირგვლიანი), - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა.

„მაშინ ბევრად უფრო სარისკო იყო ბრძოლა, ვიდრე ახლა. ძალიან მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო ხალხმა, ფიზიკური, სულიერი, მორალური. მაშინდელი ხელისუფლების ტრადიცია იყო, რომ ადამიანებს უსწორდებოდა. რითაც უსწორდებოდა, ერთ-ერთი მათგანია ის ხალხი, ვინც წარმოდგენილია ამ სიაში. მე არ ვიღებ იმას, რომ ეს ხალხი მსხვერპლია. მსხვერპლი სანდროს მოსამართლე კი არა, მსხვერპლი სანდროა. ის მოსამართლე კი არის რეჟიმის ნაწილი, შემსრულებელი კი არა - აღმსრულებელიც. ეს ერთი გუნდი იყო, ერთი მოტივაციით მოქმედებდნენ. ადამიანის გამწარებასა და დასახიჩრებაში გემოს ატანდა ეს ხალხი, რომელიც დღეს მსხვერპლის სახითაა“, - განაცხადა მაღრაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა