საქართველოში ამინდი გაუარესდა

დღეს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში, დღეს, შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს. 10-11 თებარვალს შესაძლოა, მცირე წვიმა. ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

იხილეთ ვიდეო: რომელ თებერვალს გამოიდარებს მთელ საქართველოში? - გაეცანით, მომდევნო დღეების დეტალურ პროგნოზს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ