შსს-მ სამტრედიასა და წყალტუბოში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიასა და წყალტუბოში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული ვ. ს. და 1994 წელს დაბადებული ჩ. დ. ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ს. და ჩ.დ. სამტრედიაში დააკავეს. პოლიციამ ჩ.დ.-ს და ვ.ს.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ქანჩების კრებული, მოპარული გადაჭრილი სანადირო თოფი და სხვა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, იმერეთში ასევე, ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ბ.შ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებს უკანონოდ დაეუფლა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა