დავით ზალკალიანი ავღანეთის საკითხებზე აშშ-ს წარმომადგენელს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს ავღანეთის საკითხებში ზალმაი ხალიზადს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობისთვის, და ასევე იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო გამოხატავს ავღანეთში ვითარების დარეგულირებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ საქართველო, როგორც ცივილური სამყაროს აქტიური წევრი, გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას; მხარს უჭერს ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობას და მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ავღანეთთან თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხში. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ლაპის-ლაზულის პროექტის იმპლემენტაციას, რაც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია და ხელს უწყობს პროექტში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და ავღანეთის ეკონომიკურ განვითარებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო