დიმიტრი შაშკინი - როცა  განათლების მინისტრი ვიყავი, 4 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავდა, ახლა მათი რიცხვი 54 000-მდეა

2011-2012 წლებში, როდესაც მე განათლების მინისტრი ვიყავი, ჩვენ გვყავდა 4 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ახლა საქართველოში 54 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განუცხადა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს ფულის ხარჯვა საკუთარ თანამშრომლებზე, ექსპერტებზე, მოგზაურობებზე და პრემიებზე, უნდა მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია და თანხები მიემართოს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

„ხშირად გვესმის, თუ რაზე ხარჯავს ფულს სახელმწიფო - პრემიებზე, ხელფასებზე, დანამატებზე, თუმცა არსებობს პრობლემები, რომელზეც სახელმწიფო ცდილობს არ ისაუბროს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის სტატუსშეჩერებული სტუნდენტები. 2011-2012 წლებში, როდესაც მე განათლების მინისტრი ვიყავი, ჩვენ გვყავდა 4 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გადაუხდელობის გამო და ამის გამო სამინისტროსთან აქციები ტარდებოდა. ჩვენთვის ეს იყო უდიდესი პრობლემა და ვცდილობდით, ის მოგვეგვარებინა. თუმცა, თუ შეხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა, საქართველოში 54000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს. იყო 4 000, ახლა არის - 54 000. მათ შორის 17 000-ზე მეტმა აღნიშნა, რომ სწავლის გადასახადი ფული არ აქვთ. ამ პრობლემას აქვს კომპლექსური მიზეზები, მათ შორის ეს უკავშირდება ფინანსურ პრობლემას ქვეყანაში. ფასები გაიზარდა, შემოსავლები შემცირდა, ხალხს უფრო მეტის გადახდა უწევს კვებისთვის და ნაკლები რჩებათ იმისთვის, რომ შვილებს მისცენ განათლება. ამას დაემატა უმუშევრობის პრობლემა, ვინაიდან სტუდენტებს არ აქვთ საშუალება, დასაქმდნენ და თვითონ გადაიხადონ თავისი სწავლის საფასური“, - განაცხადა შაშკინმა.

მისივე თქმით, ქორწილისა და მოგზაურობისთვის კრედიტის მიღება უფრო მარტივია, ვიდრე სწავლისთვის.

„რას ვთავაზობთ ჩვენ? ამის გამოსწორება რთულია, თუმცა ახლავე შესაძლებელია, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. პირველ რიგში, განათლების სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს ფულის ხარჯვა თავის თანამშრომლებზე, ექსპერტებზე, მოგზაურობებზე და პრემიებზე. უნდა მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია და თანხები მიემართოს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს სჭირდებათ. მაგალითად, მარგველაშვილის მიერ შექმნილი ე.წ. უფასო ფაკულტეტები წელიწადში ქვეყანას უჯდებოდა დაახლოებით 25 მილიონი ლარი. განათლების მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, თუმცა 7 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 25 მილიონი ამაზე იხარჯებოდა. ეს თანხა საკმარისია, რომ ამ 54 ათასი სტუდენტის პრობლემები მოგვარებულიყო. ასევე საჭიროა დაიწყოს მუშაობა უნივერსიტეტებთან, რათა შეიქმნას სოციალური დახმარების ფონდები თვითონ უნივერსიტეტებში. საუბარია უნივერსიტეტების ბიუჯეტის 5%-ზე. თსუ, სტუ-ს ბიუჯეტები დაახლოებით 100 მილიონს შეადგენს. ეს თანხა გაძლევს შესაძლებლობას, სოციალური პროგრამებიც განახორციელო. კერძო უნივერსიტეტები ამას აკეთებენ - კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტს ჰქონდა პროგრამები, როდესაც შენ სწავლობდი და მუშაობის დაწყების შემდეგ იხდიდი სწავლის საფასურს. სახელმწიფო უნივერსიტეტებს ამის საშუალება აქვთ - საჭიროა მხოლოდ სახელმწიფოს და უნივერსიტეტების კეთილი ნება“, - განაცხადა შაშკინმა.

იხილეთ ვიდეო: დიმიტრი შაშკინი - სტატუსსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა