ეკა ბესელია დიმიტრი გვრიტიშვილს - თუ ვინმემ ჩემს მიმართვაში საკუთარი თავი ამოიცნო და გააიგივა, ეს მისი პრობლემაა, ასეთი „ანასხლეტები“ კი ყველგან არიან

ჩემს ღია მიმართვაში არ არის სახელები, არის ფაქტები. თუ ვინმემ იქ საკუთარი თავი ამოიცნო და გააიგივა ეს მისი პრობლემაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას.

„ჩემს ღია მიმართვაში არის ფაქტები. თუ ვინმემ იქ საკუთარი თავი ამოიცნო და გააიგივა, ეს მისი პრობლემაა, ასეთი „ანასხლეტები“ კი ყველგან არიან, სამწუხაროდ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს

„მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების ინიციატორები „სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“ და ,,ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, არადა, ისინი სწორედ იმ წარსულს აბრუნებენ“, - წერს გვრიტიშვილი.

როგორც ცნობილია, მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტს ხელს აწერენ: გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა