ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2019

“მას თუ ჰგონია, რომ სამი გვრიტიშვილია ერთ იპოსტასში, ძალიან ცდება” - ლია მუხაშავრია

“ყველა საოკუპაციო ხაზიდან საზღვარი დაახლოებით 60-70 მეტრით არის გადმოწეული ”

* * *

“მას თუ ჰგონია, რომ სამი გვრიტიშვილია ერთ იპოსტასში, ძალიან ცდება” - ლია მუხაშავრია

“გვრიტიშვილი ალბათ მოვლენაა მსოფლიო სასამართლო ისტორიაში. როგორც წესი, ეთიკური მოსამართლეევბი თავს უფლებას არ აძლევენ, რომ ილაპარაკონ ხანდახან როგორც მოსამართლეებმა და ხანდახან როგორც მოქალაქეებმა. მოსამართლეობა და მით უფრო სამისდღემჩიო მოსამართლედ გამწესება მოსამართლეს უკრძალავს გამოხატოს თავისი შეხედულება, მოსაზრება რამე სახის მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ზოგადად ქვეყანაში აქტუალურ პროცესებზე იმიტომ, რომ მის მიერ გამოთქმული აზრის გამო შეიძლება მან საქმე ვეღარ განიხილოს...” - აცხადებს იურისტი, ადამიანის უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მას თუ ჰგონია, რომ სამი გვრიტიშვილია ერთ იპოსტასში, ძალიან ცდება” / ლია მუხაშავრია: “მოსამართლეებმა იცინ, რომ თუ ჩუმად იქნებიან, ყველაფერს მიიღებენ”.

“გვრიტიშვილმა ეს რომ არ იცის, ერთი უბედურებაა მაგრამ ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ეს მეორე უბედურებაა. ამბობს, ჩემზე მოსამართლის ეთიკა არ ვრცელდება, რადგან საბჭოს წევრი ვარო, მაგრამ მოსამართლე წევრი რომ არის, - ეს ავიწყდება. ამიტომ არის განსხვავება მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის. მას აქვს სხვა უამრავი ბერკეტი, რომ დაიცვას მოსამართლეები. მას თუ ჰგონია, რომ სამი გვრიტიშვილია ერთ იპოსტასში, - მოსამართლე, მოქალაქე და იუსტიციის საბჭოს წევრი, - ძალიან ცდება. როდესაც ასეთი უცოდინარი და არაეთიკური მოსამართლის სამისდღემჩიო გამწესებას უშვებს სახელმწიფო, მას მართლმსაჯულება არ აქვს... ეს ადამიანების ჯერ არიან მოსამართლეები და შემდეგ - თანამდებობის პირები. მაგალითად, სააპალეციო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ა.შ. პირველ რიგში, ისინი მოსასამართლეების არიან. სწორედ ამ მოვალეობაზე, მათ პროფესიაზე ამბობენ უარს, როდესაც ამ ხნის განმავლობაში არც ერთი საქმე არ აქვთ განხილული და არც ერთი დასკვნა არ აქვთ დაწერილი...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“რაც შეეხება იმ 280 მოსამართლის პოზიციას, ერთი-ორჯერ ვიყავი მოსამართლეთა კონფერენციაზე მიწვეული და შესვენებაზე მოსამართლეები ვერც კი მეკარებოდნენ დერეფანში - ცხადია, მათ ეშინიათ. კონფერენციის დასრულების შემდეგ გვქონდა კონტაქტი. ეს ადამიანების ძალიან დაშინებულები არიან და კარგად ხვდებიან, თუ რაც ნიშნავს სამისდღემჩიო მოსამართლეობა, სამუდამო მოსამართლის იმუნიტეტით აღჭურვა... ყველამ იცის, რომ მეამბოხედ ყოფნა სასამართლოს მიღმა დარჩენას ნიშნავს - თუ ჩუმად იქნები და დუმილის უფლებას გამოიყენებ, მაშინ ყველაფერს მიიღებ. ამიტომ ამ ადამიანებს ჩუმად ყოფნა უღირთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ ხმა ამოიღებ, მაშინ კაშკაშა ვარსკვლავი უნდა იყო, როგორც იურისტი და საზოგადოების თვალში აბსოლუტურად შეუბღალავი ბიოგრაფია უნდა გქონდეს. ჩვენდა ჭირად, არ გვყავს ასეთი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. ამიტომაც გასაგებია ის, რაც ხდება. ამ მოსამართლეებს ერთი ისეთი საქმე მაინც აქვთ განხილული, რომელზეც ეშინიათ, რომ ვინმე პასუხს მოსთხოვთ”, - განმარტავს იურისტი და შეკითხვაზე - “მურუსიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი გარემოება ამ მოსამართლეებისთვის და მოჰყავს ინგლისის, იტალიის მოსამართლეების გადაწყვეტილებები, რომლებზეც არის სტრასბურგის გამამტყუნებელი განაჩენი... ეს რამდენად არის არგუმენტი”? - პასუხობს:

“დაახლოებით ისეთი ამბავია, ჩვენ რომ შევადაროთ თავი სხვა პლანეტისა და სხვა გალაქტიკის ჰუმანოიდებს! როდესაც მურუსიძეს ადამიანის უფლებათა სასამართლო პირდაპირ უთითებს, მაგალითად, მოლაშვილის საქმეზე დარღვევას, ამაზე რა უნდა ვთქვათ?!”

“ასეთი მოსამართლე რაღაცით მინიმუმ ხომ უნდა იყოს პასუხისმგებელი, როდესაც საქმეს აგებს სახელმწიფო? გამოძიებაში, პროკურატუტრაში შეიძლება იყოს დარღვევები, მაგრამ სასამართლოში?! აქ სამი ინსტანცია არსებობს, რომ არ გაიპაროს რამე დარღვევა... უამრავი საქმეა გასაჩივრებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ახლა ესენი ამ დამოკიდებულებით იმის პრევენციასაც ახდენენ, ერთ მშვენიერ დღეს ამ მოსამართლეების გადაწყვეტილებებზეც რომ გამოვა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. არადა. სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური საფრთხე. ეს შეიძლებოდა კანონში ჩაგვეწერა. არის ქვეყნები, სადაც თუ დაადგენს ევროსასამართლო დარღვევას, საქმის მოსამართლე ფინანსურად ანაზღაურებს მას”, - დასძენს ლია მუხაშავრია.

“ყველა საოკუპაციო ხაზიდან საზღვარი დაახლოებით 60-70 მეტრით არის გადმოწეული ”

"2018 წლის ივნისში ჩვენი მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ჩავიდა სოფელ აბანოში, რომელიც ესაზღვრება ამ ტყეებს და საბადოებს და 3 თვის განმავლობაში 24-საათიან პატრულირებას აწარმოებდა. ჩავედით იმიტომ, რომ ოსური მხარის ე.წ. პარლამენტში შეიქმნა ტერიტორიების დაბრუნების საპარლამენტო კომისია, რომელიც განიხილავდა ამ ტერიტორიების, ჩორჩანის ტყისა და ჩორჩანის ტყეში მდებარე ტალკის საბადოებისა და სოფელ აბანოში მდებარე დოლომიტის საბადოს დაბრუნებას. ამასთან ერთად გააჟღერეს კობის, თრუსოს ხეობისა და დარიალის ხეობის საკითხი. ჩვენ 3 თვის განმავლობაში ვპატრულირებდით აბანოში და ამ პერიოდში არ გვაძლევდნენ საშუალებას შევსულიყავით ჩორჩანის ტყეებში”, - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა გაზეთ “ახალი თობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ქაცარავა: “რუსეთი ხაშურის ტყეების მიტაცებას აპირებს”.

“ეს ტყეები ყოველთვის ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის იურისდიქციის ქვეშ იყო და არანაირი თეორიული შესაძლებლობა და იმის დაშვებაც კი არ შეიძლებოდა, რომ დე ფაქტო ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვარში ოდესმე ყოფილიყო ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ ოკუპანტები. ჩვენი ახალგაზრდა მონადირე დააკავეს დაახლოებით ერთი თვის წინ და ეს მოხდა შუაგულ, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც შშს-სა და სუს-ის მიერ დადასტურდა მისი გატაცების ფაქტი ჩვენ აქტიურად შევუდექით პატრულირებას აღნიშნულ ტყეში და ამან გამოიღო შედეგი. პირველივე დღეებში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ვიპოვეთ (ამ ბიჭის მითითებით) 23 ნიშნული, რომელთა მიხედვითაც რუსი ოკუპანტები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე პატრულირებდნენ ჩორჩანის ტყეში. ეს არის სოფელ წნელისის თავზე. წნელისი კი ოკუპირებულია. ჩვენ ამ ნიშნულების შესახებ ჩავაყენეთ საქმის კურსში პოლიცია, ასევე გავასაჯაროვეთ ეს ინფორმაცია. რამდენიმე დღე ვეძებდით საბადოს ტერიტორიის გარშემო ნიშნულებსაც, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვცა ეს მინიშნება, რომ საბადოს ტერიტორიაც მონმიშნული ჰქონდათ და რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ ეს ნიშნულებიც ვიპოვეთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ქაცარავა.

“აქ უკვე საუბარი არ არის იმაზე, რომ ეს ვიღაც მეტყევის მონიშნული იყოს - ეს არის ოკუპანტის მიერ მონიშნული ტერიტორიები. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სასწრაფოდ არ იქნება მიღებული ზომები, ამ ტყესა და იქ მდებარე 3 ტალკისა და 1 პემზის საბადო აღმოჩმდება ოკუპანტების ხელში - ისინი ამას უპრობლემოდ განახორციიელებენ... იქ პოლიციის თანხლებით ვიყავით 7 თებერვალს და ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ ეს სწორედ ის ნიშნულებია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ის, რომ ხელისუფლება არაფერს ამბობს, ეს შეიძლება ისევ არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში იყოს განხილული - ოღონდაც რუსი არ გაგვიბრაზდეს და გააკეთოს რაც უნდა... მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობს და მოქმედებს, თუმცა ასე არ არის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხურვალეთში სათვალთვალო კოშკურა დაიდგა ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პირდაპირ მავთულხლართებთან. ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ძალიან აქტიურად მოქმედენ დამატებითი ტერიტორიის მიტაცებისთვის. ჩვენ ამაში ხელს შვუშლით და ამაზე რეაგირებისთვის ერთი საათი დაგვჭირდება, რომ ატოციდან გადავისროლოთ ჩვენი ჯგუფები და ხელი შევუშალოთ მათ ბორდერიზაციაში. თუმცა, მხოლოდ მოხალისეების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეს. ხელისუფლება უკვე დღეს უნდა ახორციელებდეს ძალიან აქტიურ ქმედებებს და ეუბნებოდეს ოკუპანტს, რომ არც ერთი კვადრატული სანტიმეტრის დათმობას არ ვაპირებთ. ხურვალეთში ძალიან მალე ოკუპანტები აქტიურ ქმედებებზე გადავლენ - ხურვალეთის ტერიტორიაზე უკვე გვაქვს ბორდერიზებული ტერიტორია, რომლის დადასტურება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი “ჯიპიეს” კოორდინატებით - ყველა საოკუპაციო ხაზიდან საზღვარი დაახლოებით 60-70 მეტრით არის გადმოწეული და ჯამში ეს მრავალ ჰექტარ მიწას წამოადგენს”, - დასძენს დავით ქაცარავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა