დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქცია გაიმართება

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, 10 თებერვალს, საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 12:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, აქციაზე ახალ მოთხოვნას გააჟღერებენ, ისინი დეკანოზ მამალაძის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„კვირას, 12.00 საათზე საპატრიარქოსთან აქციას გავმართავთ. ვისაც ჩემი ძმის უდანაშაულობა აწუხებს, შეუძლია მოვიდეს. აქციაზე უკვე ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას დავაყენებთ. ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე აქ ვიდგებით. საპატრიარქოსთან ვითხოვთ მის გათავისუფლებას, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა. კეთილი იქნებონ იმ ადმიანებმა, რომლებმაც ეს ვერაგული სიტუაცია შექმნეს და ჩემი ძმა გაათავისუფლონ. აქ დგომას ვაპირებთ იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, - აცხადებს მამალაძე.

თორნიკე მამალაძე ხუთი დღეა, რაც საპატრიაქროსთან აქციას მართავს და ძმის, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარებას ითხოვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა