საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონს ესტუმრა და წყალტუბოში ის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელთაც სამკურნალო ტურიზმის განვითარების რეალური პოტენციალი გააჩნიათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, პრეზიდენტს წყალტუბოში სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძემ უმასპინძლა.

ხაზი გაესვა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მნიშვნელობას, სამკურნალო ტურიზმის და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის.

პრეზიდენტი ესტუმრა ძველ სანატორიუმებს: "მეშახტე", "მედეა", დაათვალიერა სტალინის აგარაკი, ცივი ტბა, საწურბლიას მღვიმე, გუდიაშვილის პანო.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ და პრეზიდენტის მხარდაჭერით, პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს. მხარის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაინტერესდნენ ინვესტორები. პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმა დაიდოს და მისი განვითარების ტემპი დაჩქარდეს.

აღინიშნა, რომ წყალტუბო და ქუთაისი უნდა განიხილებოდეს ერთ ურბანულ კონტექსტში. წყალტუბოში კი, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გასათვალისწინებელია წყალტუბოს პარკების, მღვიმეების და გამორჩეული არქიტექტურის დაცვის აუცილებლობა.

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა