გორში ავტომანქანის გატაცებაში  ორი  არასრულწლოვანი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი: 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ. ამხილეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა.

სამართალდამცველები ამ დრომდე განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.

მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს