საბურთალოზე, შავიშვილის ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა აქციაზე გააპროტესტეს

საბურთალოზე, შავიშვილის ქუჩაზე კომპანია მ2-ის მიერ დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა მცხოვრებლებმა აქციით გააპროტესტეს.

აქციაზე „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ურბანისტი ცირა ელისაშვილი და სხვა პირები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ისინი ქალაქის ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეუნარჩუნდეს აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი და არ მიეცეს შესაძლებლობა კომპანია მ2-ს ოთხი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის.

აქციაზე ხელმოწერები შეაგროვეს. ისინი ასევე აპირებენ წერილით საკრებულოსაც მიმართონ.

იხილეთ ვიდეო: აქცია თსუ-ს მაღლივ კორპუსთან: საბურთალოზე შავიშვილის ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა გააპროტესტეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო