დეკანოზი ნიკოლოზი - თუ მამა გიორგი მამალაძე  თანახმა იქნება, მზად ვარ ვაზიარო

თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე თანახმა იქნება, მე მზად ვარ ვაზიარო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა განუცხადა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბავშვობიდან იცნობს და თუ ოჯახის და პირველ რიგში მამა გიორგი მამალაძის სურვილი იქნება, მას აზიარებს.

„ვფიქრობ, გადაწყვიტავენ, შემეხმიანებიან და ამის შემდეგ საპატიმროში შევალ. მე თანახმა ვარ ვაზიარო მამა გიორგი. მას დიდი ხანია, ბავშვობიდან ვიცნობ“, – განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია.

იხილეთ ვიდეო: "თვითონ გადაწყვიტავენ, შემეხმიანებიან და შევალ, ბავშობიდან ვიცნობ" - მამა ნიკოლოზ გიგატაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად მზად არის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა