ვაზისუბნის 90-ე საჯარო სკოლას წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბანში, 90-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი აბუსერიძესთან ერთად საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ. ისინი სკოლის დირექტორს შეხვდნენ და სკოლაში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.

ირაკლი აბუსერიძემ ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია ჩვენი ბავშვებისა და პედაგოგებისთვის. იმისათვის, რომ მივიღოთ უკეთესი აკადემიური წარმატება, მოსწავლეებმა კომფორტულ, უსაფრთხო და ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში უნდა შეძლონ განათლების მიღება. განათლებული თაობის გარეშე ყოველგვარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი, თავს ვალდებულად ვთვლი, მეტი ყურადღება დავუთმო და შევისწავლო ჩემი რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული მდგომარეობა. დღეს ვესტუმრეთ ვაზისუბნის 90-ე საჯარო სკოლას, სადაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, შედარებით რთული ვითარებაა. სკოლის ხელმძღვანელთან თამარ მელიქიძესთან ერთად ადგილზე შევაფასეთ არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებზე შევთანხმდით. მიმდინარე წელს სამინისტროს მხარდაჭერით სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება,“ - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს