საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში კომპანია ,,ჰერბიას" ეწვია. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდა და კომპანიას "ჰერბია“ ეწვია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

„კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯანელიძემ პრეზიდენტსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოს მუშაობის პროცესის ყველა ეტაპის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომპანიამ ადგილობრივი და უცხოეთის ბაზრები აითვისა, მის პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დიდია.

ზურაბ ჯანელიძემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ, ადგილობრივ კომპანიებსა და მეწარმეებს აწუხებთ.

პრეზიდენტი წყალტუბოში ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას ესტუმრა, რომელიც ქართული ხალხური ტრადიციების შესაბამისად, თაფლის, ქვევრის ღვინისა და ლუდის წარმოებას ახორციელებს.

იოსელიანის განცხადებით, ტრადიციული წესით დამზადებული ლუდი და ქვევრის ღვინო დიდი მოწონებით სარგებლობს ტურისტებში და იმერეთის რეგიონს ამ მიმართულებითაც აქვს განვითარების პოტენციალი. მისივე აზრით, კარგი იქნება თუ საოჯახო ლუდის წარმოება აღორძინდება და გაიმიჯნება ქარხნის ლუდის წარმოებისაგან, ეს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას ტრადიციული საოჯახო ლუდი დაბრენდოს და გასაღების ბაზრები მოიპოვოს.

იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, რეგიონების განვითარების მხადაჭერაა“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა