მიხეილ ბატიაშვილი ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე - რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია

ჩვენ ნებისმიერ მხარესთან ვთანამშრომლობთ. რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, მთელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბატიაშვილი განმარტავს, სამინისტრო საგამოძიებო უწყებებასთან თანამშრომლობას აგრძელებს. მისივე განცხადებით, განათლებაში პოლიტიკა უნდა დასრულდეს.

„ვპასუხობთ კითხვებს, ნებისმიერ ინფორმაციას ვაწვდით, მზად ვართ ეს გავაგრძელოთ. პოლიტიკა ნამდვილად უნდა დასრულდეს განათლებაში. ეს მანკიერი პრაქტიკა, რომელიც წლების წინ არსებობდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ასე არ იყოს“, - აცხადებს ბატიაშვილი.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს