“გარემოსდაცვითი მმართველის” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 328 პირი გადაამზადა, რომელთა უმრავლესობა (80%) დასაქმებულია გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზე.

„კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - „გარემოსდაცვითი მმართველი“.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გარემოსდაცვითი მმართველისთვის შემუშავდა შესაბამისი მოდული, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი.

სასწავლო კურსი კი ამ კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს. კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 328 პირი გადაამზადა, რომელთა უმრავლესობა (80%) დასაქმებულია გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზე“-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი დასრულდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს