ცოტნე გამსახურდია - საპატრიარქო იქცა ერთგვარ სინდიკატად, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი

საპატრიარქო იქცა ერთგვარ სინდიკატად, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

ცოტნე გამსახურდია დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მიერ ორგანიზებულ აქციას შეუეერთდა, რომლებიც ბრალდებულის გათავისუფლებას მოითხოვენ. მისი თქმით, ე.წ. ციანიდს საქმეში არის სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობები და დარღვევები, რაც აჩენს კითხვებს, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

„ამ საქმეში არის ბევრი კითხვის ნიშანი, მაგალითად იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა გიორგი მამალაძის აყვანა. შემდეგ ჩვენ გვახსოვს რამდენიმესაათიანი დუმილი და თავდაპირველად გავრცელებული ინფრომაცია, თითქოს მას სურდა პატრიარქის მოწამლვა. ამის შემდეგ კი გაკეთდა განცხადება, თითქოს მას სურდა შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა, რაც აჩენს კითხვებს, ხომ არ ცდილობდა სახელმწიფო ამ გზით ქულების დაწერას. სამწუახროა, რომ ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ოჯახი მართავს აქციას, საპატრიარქოს მხრიდან გამოხმაურება ამ ყველაფერს არ მოჰყოლია, ვინაიდან საპატრიარქო არის ერთგვარი სინდიკატი, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს