ადამიანის უფლებათა კომიტეტი კანონებიდან ტერმინების - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღების თაობაზე ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას  განიხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 11 თებერვლის სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც კანონებიდან ტერმინების - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითვალისწინებს.

საუბარია რვა კანონში შესატან ცვლილებაზე. ეს კანონებია: “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “შრომის კოდექსი“, “საჯარო სამსახურის შესახებ“, “მაუწყებლობის შესახებ“, “საერთაშორისო დაცვის შესახებ“, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და “პაციენტის უფლებების შესახებ“.

აღნიშნულ კანონებში შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ხდება არსებული ტერმინების: “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღება.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა