ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ლოს ანჯელესში Spotlight Award-ის მფლობელი გახდა

ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ლოს ანჯელესში Spotlight Award-ის მფლობელი გახდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით დილის 7 საათზე გაიმართა.

„ASC Awards ოპერატორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც წელს ლოს ანჯელესში 33-დ გაიმართა. ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების წლევანდელ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა. ერთ-ერთ ნომინაციაში Spotlight Award წარდგენილი იყო ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ზაზა ხალვაშის ფილმისთვის „ნამე“. მის გარდა ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოდნენ ფილმების Girl და The Rider ოპერატორები. გამარჯვებული და Spotlight Award-ის მფლობელი, სწორედ გიორგი შველიძე გახდა. დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით დილის 7 საათზე გაიმართა, რომელსაც პირდაპირ ეთერში არაერთი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Spotlight Award ქართული ფილმისთვის გაიცემა. 2017 წელს, იგივე ჯილდო Gorka Gomez Andreu-მ მიიღო რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტრასბურგი და ხვალეო!..
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2019
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
შს მინისტრის პირველი მოადგილე - 20 ივნისს შეუძლებელი იყო რომელიმე პოლიტიკოსის იქიდან გამორიდება, მასა იყო აგრესიული და შეტევაზე გადადიოდა
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს