თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართება

11-12 თებერვალს, საერთაშორისო კონფერენცია “პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

მონაწილეები საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გამოწვევებზე იმსჯელებენ და ქვეყნის უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების გზებს განიხილავენ.

ორგანიზატორთა ცნობით, პარლამენტის წევრები მოისმენენ ექსპერტთა მოსაზრებებს საკითხთა ფართო სპექტრის შესახებ, მათ შორის ჰიბრიდული ომის, კიბერუსაფრთხოების, რადიკალიზების, მიგრაციის, ქალებისა და უსაფრთხოების, სახელმწიფო საიდუმლოებისა და სადაზვერვო სააგენტოების საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებით არსებულ გამომოწვევებზე.

კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების წევრები და აპარატის თანამშრომლები, ნორვეგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ელჩი კნუტ ვოლებეკი, აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპული სარდლობის საზღვაო დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის ყოფილი დირექტორი, კონტრადმირალი ნორმან ჰეიზი, არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ევროკავშირის მიერ საქართველოში უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ხელშეწყობის“ მხარდაჭერით გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა