ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელნაწერების ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართება

11 თებერვალს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხელნაწერების ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ძველი ქართული სამწიგნობრო კერები“ ფარგლებში დამზადდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, ორენოვანი ელექტრონული ბაზა არის თანამედროვე ტიპის საძიებო სისტემა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ მეცნიერს, მისცემს საშუალებას მაქსიმალურად დეტალურად - ქალაქის, სოფლის, თუ რეგიონის, გადაწერის თარიღის, გადამწერის თუ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემის მიხედვით მოიძიოს ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ. ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი ორენოვანი ალბომი და რუკები, სადაც დატანილია სამწიგნობრო კერები.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ძველი ქართული სამწიგნობრო კერები“ სტრატეგია გულისხმობს დღემდე ხელმიუწვდომელი ინფორმაციის პოპულარიზაციას საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა სფეროებში.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი საცავი, სადაც ინახება ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი საბუთები, ისტორიული დოკუმენტები, ხელნაწერები და ა.შ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მისია, სწორად დაცული საგანძურის პოპულარიზაციაა და მათი გამოყენება საგანამანათლებლო-კვლევით სფეროებში, რაშიც ორენოვან ელექტრონულ ბაზასა და ალბომს შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო