მიხეილ სააკაშვილი - ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოგვიწყეს

სუს-ის ჯგუფმა ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოგვიწყო, - ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრაზე გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარით ბელგიის პოლიცია დაინტერესდება.

“ხალხი ჩამოვიდა ძალიან შორიდან თვითმფინავებით, ავტობუსებით, რათა შევხვდეთ და ჩვენი სამშობლოს ბედზე ვიმსჯელოთ. თქვენ ნახეთ, ევროპის ცენტრში ჩვენ იაფფასიანი შოუ მოგვიწყეს. აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა. თვალთვალი სანქციის გარეშე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება, მით უმეტეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია ამ ხალხს გაესაუბრება და ევროპაში მეორედ აღარ შემოუშვებენ. აქ ჩამოსულია მათი ფეიკ-ნიუსების ტელევიზიები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ “იქეთა მხარეს არის ბოღმა და ტყუილი, ხოლო აქეთ - ნათელი სახეები ინტელექტუალური ადამიანების“.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს