თემურ შაშიაშვილს ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზი დაატოვებინეს

ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში მცირე ინციდენტს მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროსაც ჰქონდა ადგილი.დარბაზში იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი იმყოფებოდა, რომელსაც შეხვედრის ადგილი დაატოვებინეს და დარბაზიდან გაიყვანეს.

მანამდე კი დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე. კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.

იხილეთ ვიდეო: კიდევ ერთი ინციდენტი სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე - თემურ შაშიაშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა