პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიქმნება

პარლამენტში 16 დეპუტატის შემადგენლობით ეთიკის საბჭო შეიქმნება. “ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ დადგენილების განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს. პროექტის ინიცირება კი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

დეპუტატებმა საშემოდგომო სესიაზე ეთიკის კოდექსი მიიღეს, რომელიც არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს დეპუტატის პასუხისმგებლობას კოდექსის დარღვევის შემთხვევაში.

თავის მხრივ, ეთიკის საბჭო განიხილავს საჩივრებს ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციას პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს, ასევე, გასცემს რეკომენდაციებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს