ეუთო-ს თავმჯდომარე - საქართველოში ჩემი ვიზიტის პირველი გაჩერება ადმინისტრაციული საზღვარი იყო, რათა ჩემი თვალით მენახა არსებული სიტუაცია

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. აღნიშნულის თავად ლაიჩაკმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა. „საქართველოში ჩემი ვიზიტის პირველი გაჩერება ადმინისტრაციული საზღვარი იყო, რათა ჩემი თვალით მენახა არსებული სიტუაცია", - წერს ლაიჩაკი.

დღეს დილით კი ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. იგი უკვე შეხვდა ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი წერეთელს. ამ წუთებში შეხვედრას მართავს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ოფიციალური კომენტარები მედიისთვის.

დღესვე მიროსლავ ლაიჩაკი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს