სანდრა რულოვსი - ხელისუფლებას მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმის

„ხელისუფლებას მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმის,” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სანდრა რულოვსმა ემიგრანტებს მიმართა და სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„თვითონ უფრო ეშინიათ მიშასი, ვიდრე რუსული ჩექმის. ხურვალეთში რომ იყო ორი დღის წინ რამდენიმე ჰექტარი მიტაცებული, ვხუმრობდი მიშასთან, უთხარი რა, რომ შენ იყავი ხურვალეთში. ნახევარ საათში, ან ერთ საათში მთელი ჯარი, მთელი სპეცრაზმელები იქ იქნებიან. ასე არ არის? მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა