იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა საქალაქო სასამართლოში გაიმართება, სადაც მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების ინიციატივაზე იმსჯელებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები იმსჯელებენ პარლამენტის 9 დეპუტატის მიერ მომზადეულ კანონპროექტზე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, საბჭოს არაწევრი მოსამართლეებიც დაესწრებიან. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სულ 5 საკითხზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტს ხელს აწერენ: - გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

იხილეთ ვიდეო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა საქალაქო სასამართლოში გაიმართება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს