ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილი ილუზიაშია, ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, წითელი ხალიჩით დახვდებიან

სააკაშვილი ილუზიაშია და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, წითელი ხალიჩით დახვდებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბელგიაში, ემიგრანტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სააკაშვილი მთელ ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა, მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ, განსასჯელის სკამი დახვდება. ასე, რომ მას ვურჩევ, ის რაც ჩაიდინა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და ეს მავნებლობა, ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება",- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა