ირაკლი კობახიძე - რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება, ჩვენც დავეხმარებით

„რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ბელგიაში ემიგრანტებთან გაიმართა.

„ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს, უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია, ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალა. „ნაციონალური მოძრაობის" რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს, ჩვენ ვპირდებოდით ყოველთვის საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის" რაიმე სახით რევანშს და ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ მომავალ წელსაც არჩევნებში",- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: რამდენჯერაც შეეცდება "ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს - მმართველი გუნდი ლიეჟის შეხვედრას ეხმაურება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა