დონალდ ტრამპი - უკვე მგონია, რომ „დემოკრატებს“ მორიგი „შათდაუნი“ სჭირდებათ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ მორიგი „შათდაუნის“ მოახლოებაში დაადანაშაულა. მორიგი „შათდაუნი“, ფედერალური უწყებების ფუნქციონირების შეჩერება, ამერიკაში შესაძლოა, უკვე 15 თებერვალს დადგეს.

„დემოკრატები“ ძალიან ცოტა ფულს გვთავაზობენ კედლის მშენებლობისთვის, რომელიც ასე საჭიროა. ახლა კი, დამატებით, უეცრად გვთავაზობენ შევზღუდოთ ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების რაოდენობა, რომელთა მოთავსება შეიძლება ციხეებში. როდესაც ამგვარ საშინელ შეთავაზებებს აკეთებენ, უკვე მგონია, რომ მათ „შათდაუნი“ სჭირდებათ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ, თეთრმა სახლმა და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

კანონმდებლები ვერ თანხმდებიან იმის თაობაზე, თუ რა თანხა შეუძლია კონგრესს გამოყოს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ამ მიზნებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 5 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფას მოითხოვს, ხოლო კონგრესი მზად არის გაცილებით ნაკლები თანხები გამოყოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს