ირაკლი კობახიძე 9 დეპუტატის წარდგენილ კანონპროექტზე - თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ  სასამართლოს ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება, რთული იქნება მისი მხარდაჭერა

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, რთული იქნება მისი მხარდაჭერა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებული იმ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის 9 წევრმა წარადგინა.

„ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, რას გამოიწვევს ამ კანონპროექტის ამოქმედება სასამართლო სისტემაში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში მდგომარეობს იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, რადგან მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი მისი მიღების შემთხვევაში, თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, რთული იქნება მისი მხარდაჭერა. ყველაფერს განვიხილავთ და ამის საფუძველზე კოლეგებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ვის მხარეს არის ამ დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე აცხადებს, რომ თვითონ გუნდის ლიდერის მხარეს არის. „დანარჩენზე ადრესატები თვითონ მოგახსენებენ",- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა