სახელმწიფო რწმუნებულების, მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების მონაწილეობით, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფორუმი“ გაიმართება

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ფორუმი 12 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან“ აცნობეს, ფორუმს დაესწრებიან სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაციის გაცნობა, 2018 წელს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე განხორციელებული საქმიანონებების პრეზენტაცია, რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტბში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება.