დავით ზალკალიანი - მივესალმებით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პრიორიტეტს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომა ქმნის შესაძლებლობას მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩეკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ სლოვაკეთმა ეუთო-ს თავმჯდომარედ მუშაობის დაწყების პირველივე ეტაპზე საქართველოში ვიზიტი განახორციელა, მიუთითებს, რომ საქართველო ეუთო-ს დღის წესრიგშია და პრიორიტეტულია.

მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკს მადლობა გადაუხადა ვიზიტის პირველივე დღეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მონახულებისთვის.

„აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას. ამასთან, თავმჯდომარეობის დასაწყისშივე მინისტრის ვიზიტი ცხადყოფს საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობას. ჩვენ ვისაუბრეთ სლოვაკეთის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ეუთო-ს თავმჯდომარეობის ჭრილში. მივესალმებით მოქმედი თავმჯდომარის პრიორიტეტს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მიროსლავ ლაიჩეკი გუშინვე ესტუმრა საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო არსებულ მძიმე ვითარებას. მსურს მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ. შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და შემდგომი ანექსიის მძიმე შედეგები. ვისაუბრეთ ამ რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა