გიგი წერეთელი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, მათ პრევენციას და კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებებს.

გიგი წერეთელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ზოლი მოინახულა.

“ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პრიორიტეტებზე, რომელიც დღეს სლოვაკეთს და პირადად ბატონ ლაიჩაკს აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება კონფლიქტებს და კონფლიქტების მთელ ციკლს, პრევენციას, მათ მოგვარებას და ადამიანებს, რომლებიც ზარალდებიან ამ კონფლიქტებით. მე ვფიქრობ, რომ კარგი ნაბიჯი იყო, როდესაც ის ერთ-ერთ პირველ ვიზიტზე საქართველოში ჩამოვიდა, თავისი თვალით ნახა ოკუპაციის ზოლი და იქ არსებული ვითარება. მისი და სლოვაკეთის აქტივობა ამ მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევაჩეროთ ის აგრესიული მოქმედებები რუსეთის და სეპარატისტების მხრიდან, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ, ეს ეხება უკანონო ბორდერიზაციას და ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას ადგილზე. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც. ის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები, სასამართლო სისტემის, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები აუცილებელია, წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე ნეგატიური რეაქციები საერთაშორისო თანამეგობრობაში, ექსპერტებში და საზოგადოებაში არსებობს, ამას სჭირდება პასუხი გაცილებით უფრო ღია, სამართლიანი და დემოკრატიული პროცესით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა