ხვალიდან 15 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

ხვალიდან 15 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12–14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, თბილი ამინდი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13–18 გრადუსი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17–22 მეტრი წამში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ამაღამ და ხვალ დილით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. კერძოდ, კახეთსა და თბილისში. ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6–11 გრადუსი იქნება, თბილისში – 9 გრადუსი.

13–14 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ასევე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 9–14 გრადუსამდე აიწევს.

თბილისში – 12 გრადუსი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა