იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი 9 დეპუტატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ფარსს უწოდებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს დღევანდელ სხდომას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებიან. სხდომაზე, რომელსაც 150-მდე მოსამართლე ესწრება, პარლამენტის ცხრა დეპუტატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი განიხილება, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შეჩერებას გულისხმობს.

აღნიშნულ კანონპროექტს სხდომაზე ფარსი უწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ. მისი თქმით, კანონპროექტს, რომლითაც დეპუტატები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვენ, დასაბუთება აკლია.

„არგუმენტი და დასაბუთება ეს ყველაფერი არის ფარსი. სისტემას ნუ დავაზარალებთ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომლებიც სკამებს ებღაუჭებიან. ვარ საბჭოს წევრი, რომელიც ვალდებულია დაიცვას თითოეული მოსამართლე. მე თქვენ დაგიცავთ. მჯერა, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ“, - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა