ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, დღეიდან 15 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ. კერძოდ, ეკონომისტი იან მაკფერსონი; CARSA-ს უფროსი კონსულტანტი, კომპანიის წამყვანი შემფასებელი და ბიზნესის მენეჯმენტის ტრენერი ანტონიო კოლადო; კომპანიის Crossing the Mirror მმართველი დირექტორი დავიდ ვიდალი; მრჩეველი ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების განხრით ფრენკ ჰენიგანი; ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი დავით ჩეჩელაშვილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ ეტაპზე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები საინვესტიციიო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. გამარჯვებულები 22 თებერვალს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 19 ნოემბერს მეორედ გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო