სახალხო დამცველის ანგარიში - სკოლების საპირფარეშოებში მძიმე სანიტარული ვითარებაა, 16 სკოლაში კი წყალი საერთოდ არ არის

შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც წარმოადგინა ანგარიში - "წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში".

მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით მაღალმთიან სოფლებშია.

"წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ამ კვლევის ფარგლებში, 6 რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16 სკოლაში საერთოდ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში საერთოდ არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი. ეს იწვევს იმას, რომ ბავშვები მთელ რიგ შემთხვევებში ვერ იღებენ სასმელი წყლის იმ რაოდენობას, რაც უნდა მიიღონ სწავლის განმავლობაში. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებთან მიმართებით. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისთვის და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. ეს მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ გაკვეთილებზე დასწრებას", - განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო: "შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსეობს სასმელი წყალი" - სახალხო დამცველის ანგარიში

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა