სერგი კაპანაძე - რაც ლიეჟში მოხდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო - გაუგონარია, ასეთი აგონია

ის, რაც გუშინ ლიეჟში ხდებოდა, იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ნორმალური პრაქტიკაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხვდება თავის მომხრეებს რომელიმე ქვეყანაში, „თუმცა ის, რაც ხდებოდა, იყო სრულიად არანორმალური“.

„არანორმალურია, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაშალოს ასეთი ტიპის შეხვედრა იქ თავისი მომხრეების გაგზავნით. აშკარა პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი. გაუგონარია, ასეთი ტიპის დამოკიდებულება და აგონია „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომელიც გუშინდელ ღონისძიებაზე იყო გაჟღერებული, „ევროპული საქართველო“ შეფასებას არ აკეთებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაიგონ, რომ მთავარი გამოწვევა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი და ის უნდა დამარცხდეს არჩევნების გზით.

„ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ამ მიზნისთვის მობილიზებული, უნდა იყოს მხარდაჭერილი შემდეგი არჩევნებისთვის. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ის ორპოლარულიანი დისკუსია, სააკაშვილი-ივანიშვილი გადავიდეს სხვა სიბრტყეში. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ვიბრძოლოთ, რომ ივანიშვილი აღარ დარჩეს ხელისუფლებაში და აღარ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

იხილეთ ვიდეო: რაც ლიეჟში მოხდა, "ქართული ოცნების" მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო - გაუგონარია, ასეთი აგონია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა